ქარიმ ბენზემას გარშემო კვლავ ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება. ბოლო ინფორმაციით, 36 წლის ფრანგი ალ-იტიჰადის ბაზაზე დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა, თუმცა მხარეებს შორის კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი გუნდის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს.
განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათგან უმეტესობა ჭორია და სანდო წყარო არ მოეძებნება. დანამდვილებით მხოლოდ ის დადასტურდა, რომ ქარიმის ძველი გუნდი, ლიონი, მის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს, თუმცა ამ ტრანსფერს ფინანსური სირთულე ახლავს: ფრანგი ფორვარდი ხელფასის საგრძნობლად შემცირებას უნდა დათანხმდეს, ეს კი რამდენად შედის მის გეგმებში, უცნობია. სხვა ევროპული კლუბების მხრიდან ბენზემათი დაინტერესება კი ჯერჯერობით არ დასტურდება.
განიხილება კიდევ ერთი ვარიანტი — საუდის არაბეთში დარჩენა და სხვა გუნდში იჯარით გადასვლა. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებებში რამდენიმე პრო ლიგის კლუბია ჩართული, თუმცა უფრო მეტი დეტალი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ბენზემა ალ-იტიჰადში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა - ამ დროში, ფრანგმა ფორვარდმა 20 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Pro League
ბენზემა ალ-იტიჰადის დატოვებას განიხილავს









