ალ-იტიჰადის შემტევმა, კარიმ ბენზემამ 2024 წლის ოქროს ბურთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტიტულს ყველაზე მეტად ვინისიუსი იმსახურებდა.
"არ მინდა France Football-ზე ვისაუბრო, მაგრამ ოქროს ბურთს ყველაზე მეტად ვინისიუსი იმსახურებდა — ჩემპიონთა ლიგის მოგებაში მთავარი როლი სწორედ მან შეასრულა."
"როდრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრად როდესაც დივანზე ზიხარ და ფეხბურთს უყურებ, ვინის თამაში უფრო სასიამოვნოა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მან ყველაზე მეტად დაიმსახურა ოქროს ბურთის მოგება."
"ვინის ვესაუბრე და მოწყებული იყო, რაც ნორმალურია. რთულია, როდესაც ყველამ იცის, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებული უნდა გახდე და ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე ყველაფერი იცვლება. ის კარგი ბიჭია, ბევრს იშრომებს და ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს" — ბენზემა.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა ოქროს ბურთის მფლობელია — ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მან 2022 წელს მოიგო.