ქარიმ ბენზემა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ალ-იტიჰადს არ დატოვებს, გადაწყვეტილება საბოლოოა. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთლსა და კლუბს შორის ბოლო პერიოდი დაძაბული სიტუაცია იყო, მხარეებმა შეთანხმებას მაინც მიაღწიეს და 36 წლის ფრანგი ფორვარდი კლუბს აღარ დატოვებს.
ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელის დამატების სურვილი, მისმა ყოფილმა კლუბმა, ლიონმა გამოთქვა, თუმცა ეს გარიგება ფინანსურად შეუძლებელი იყო. ასევე განიხილებოდა სხვა საუდის პრო ლიგის გუნდებში ტრანსფერი, თუმცა როგორც ჩანს ეს ვარიანტიც გამოირიცხა.
ბენზემა ალ-იტიჰადში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა - ამ დროში, ფრანგმა ფორვარდმა 20 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Pro League
ბენზემამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო









