მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა, პოლ პარკერმა კარიმ ბენზემას შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. პრესაში აქტიურად იწერება ფრანგის "ეშმაკუნებში" პოტენციურ გადასვლაზე.
"ბენზემას ტრანსფერი უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. მანჩესტერს სჭირდება გაძლიერება და ფიქრი მომავალზე, მისი გადმოსვლა კი პიარის გარდა, არაფერია.
კარიმის ევროპიდან წასვლას თავისი მიზეზი ჰქონდა. მთავარი ფულია, თუმცა ამის გარდა, მეეჭვება, რომ დღეს რეალში ის ძირითად შემადგენლობაში თამაშს შეძლებდა.
მესმის, გულშემატკივრების ნაწილს სურს ფრანგის გადმოსვლა, მაგრამ ეს შეცდომა იქნებოდა. გუნდის მომავალი არის ჰოილუნდი, ალ-იტიჰადის ფორვარდს კი საკმარისი მოტივაციაც აღარ აქვს.
მისი კარიერა სიტყვებით აუღწერელია, თუმცა 36-წლის თავდამსხმელის დიდი ფეხბურთი უკვე დასრულებულია. იმედი მაქვს, იუნაიტედის უფროსობა ამას ხვდება.
კლუბმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც რონალდუს, იბრაჰიმოვიჩისა და კავანის ტრანსფერებით მოხდა", - განაცხადა ინგლისელმა ყოფილმა უკანახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ არაბული გუნდის ცხრიანმა მადრიდი დატოვა გასული წლის ივნისში და იმ დროიდან მოყოლებული მან აზიაში 24 შეხვედრაში 15 ბურთის გატანა შეძლო.
აქვე დავამატებთ, რომ "სამეფო კლუბის" დატოვების მომენტისთვის ბენზემა იყო ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი და ამის გარდა, კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ის "ბლანკოსის" ისტორიაში საუკეთესო გოლეადორია (354 გოლი).









