5 მედალი მოიპოვეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე. საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით იასპარეზა, თუმცა 3 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ჩემპიონები ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), იური ლომაძე (72 კგ.) და გიორგი მელია (97 კგ.) გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს ლერი აბულაძე (67 კგ.) და ოთარ აბულაძე (72 კგ.) დაეუფლნენ.
აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც 4 მედალი მოიპოვეს, ოქროს ემდალი ვლადიმერ გამყრელიძის(79 კგ.) ანგარიშზეა, ვერცხლი მირიან მაისურაძემ (92 კგ.), ბრინჯაოს მედლები კი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ.) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ.) მოიპოვეს.









