8 თებერვალს გაიმართება პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა ლივერპულსა და მანჩესტერ სიტის შორის.
მატჩის წინ კომენტარი მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გააკეთა.
"ამ შეხვედრაში ბევრ რამეს დავინახავთ - წინა მატჩი მოვიგეთ, თუმცა მანჩესტერ სიტისთან გვექნება მატჩი, სადაც ვნახავთ, რეალურად სად და რა დონეზე ვართ.
მანჩესტერ სიტიმ ნიუკასლის სახით მოუგო იმ გუნდს, რომელთანაც ჩვენც ტოპ მატჩი ჩავატარეთ და გავიმარჯვეთ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ მაღრალ დონეს.
სეზონი დასკვნით ფაზაში შედის, შესაბამისად, ყოველ მატჩს და ყველა შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება", - განაცხადა სლოტმა.
24 ტურის შემდეგ, მანჩესტერ სიტის 47 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ლივერპული კი 39 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.









