საქართველოს ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი ლიეტუვის წინააღმდეგ გამართა და ჟორჟ მიქაუტაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვა.
მატჩის შემდეგ, კომენტარი დუბლის ავტორმა მიქაუტაძემ და ამავე ნაკრების დებიუტანტმა გიზი მამაგეიშვილმა გააკეთეს.
ჟორჟ მიქაუტაძე: "მოგება და გოლები კარგია. ეს მოგება ძალიან გვინდოდა, რადგან დიდი ხანი არ გვქონდა გამარჯვება მოპოვებული. პენალტი რომ ინიშნება, ვთანხმდებით, ვინ დაარტყამს პენალტს, დღეს, მე წამაქციეს და მე დავარტყი, ხან კვარა დაარტყამს, ხან მე, ხან კი სხვა."
გიზი მამაგეიშვილი: "ასეთი ნდობა ჩემთვის გასაკვირი იყო, რადგან სადებიუტო გამოძახებაზე ორივე მატჩი შეუცვლელად ვითამაშე. განსხვავებულ პოზიციაზე მომიწია თამაში და ჩემს თავში ბევრი ახალი რამ დავინახე, კარგი გამოცდილებაც მივიღე. ცუდად არ მითამაშია, თუმცა მომავალში უკეთ მოვემზადები, ვიფიქრებ და ვეცდები, მომდევნო შეკრებებზე უკეთესი ვიყო."









