ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში, სადაც ნაპოლიმ სპორტინგს მოუგო, "პარტენოპეის" რასმუს ჰოილუნთან ერთად კევინ დე ბრუინმაც ულიდერა. დანიელმა ფორვარდმა დუბლი სწორედ ბელგიელი ფეხბურთელის დახმარებით შეასრულა. კევინ დე ბრუინმა ამ დაპირისპირებაში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კევინ დე ბრუინმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ანტონიო კონტესთან პრობლემები არ მაქვს. გამარჯვებულის მენტალიტეტი მაქვს და უბრალოდ ფეხბურთის თამაში და მისი მიმდინარეობისას განსხვავების შექმნა მსურს, სხვა საფიქრალი ნამდვილად არ მაქვს.
ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ მე მხოლოდ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნების მიღება მსურს და პრობლემა არავისთან მაქვს."
შეგახსენებთ, კევინ დე ბრუინსა და ანტონიო კონტეს შორის პოტენციურ კონფლიქტზე მედია მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მილანი-ნაპოლის მატჩის მიმდინარეობისას იტალიელმა სპეციალისტმა ბეგლიელი ნახევარმცველი მოედნიდან ნაადრევად გაიყვანა, რაზეც 34 წლის ფეხბურთელს ცუდი რეაქცია ჰქონდა.









