საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა და ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელთან ფრედ 2:2 ითამაშა.
მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"პირველ ერთ საათი ბევრი პოზიტივი დავინახე- ფეხბურთელების მხრიდან კარგი ინტენსივობა იყო. ნეგატივებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, სიჩქარე საჭირო არ იყო.
ბევრი მოთამაშეა ნაკრებში, ვისთვისაც ეს სადებიუტო მატჩი იყო. არიან მოთამაშეები, რომლებიც სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიან. მამაგეიშვილს შეუძლია, რომ მარჯვენა მცველად ითამაშოს 90 წუთი. მას ამის მონაცემები და ფიზიკური გამძლეობა აქვს.
როცა 2:0 ვიგებდით, ნაკრებს მეტი სიმწიფის საშუალება მართებდათ. გაკვირვებული ვარ, რატომ თამაშობდნენ ჩემი მოთამაშეები სწრაფად, როცა წინ ვიყავით. შედეგი სასიამოვნო არ არის, თუმცა იმ პოზიტივებზე უნდა ვკონცეტრირდეთ, რაც დავინახე პირველ ერთ საათში.
ამ მატჩის ყველა პოზიტივი და ნეგატივი ფეხბურთელებთან ერთად იქნება განხილული და დასკვნებს ერთად გამოვიტანთ.", - განაცხადა სანიოლმა.









