მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. გოგამ პარკეტზე 29:31 წუთი გაატარა, რა დროშიც 25 წლის ცენტრმა საკუთარ გუნდს 7 ქულა მოუტანა, 15 მოხსნა შეასრულა და 2 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი.
იხილეთ გოგა ბითაძის გამორჩეული მომენტი დღევანდელი მატჩიდან
იხილეთ გოგა ბითაძის გამორჩეული მომენტი დღევანდელი მატჩიდან
Goga Bitadze ➡️ Franz on the smooth dish 🤝 pic.twitter.com/lmOBQvodLA
— NBA TV (@NBATV) November 22, 2024
პარკეტზე საუკეთესო ლეიკერსის მოთამაშე ენტონი დევისი იყო, რომელმაც 39 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ოლრანდო მეჯიქის ლეგიონერის, ფრანც ვაგნერის შესანიშნავი პერფორმანსი — გერმანელმა 37 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და 11 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდება. მატჩი 24 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









