მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 30:38 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა საოცარი სტატისტიკა შემოგვთავაზა: 21 ქულა, 16 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი.


პარკეტზე საუკეთესო ორლანდო მეჯიქის მოთამაშე ჯალენ საგსი იყო, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 2 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში ოკლაჰომა სითი-თანდერს დაუპირისპირდება. მატჩი 20 დეკემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









