ლონდონის ჩელსის ყოფილი გარემარბი, ედენ აზარი პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა ჟოზე მოურინიო, რომელიც ბელგიელ ვინგერთან "არისტოკრატებში" 2013-2015 წლებში მუშაობდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავისი ბოლო შიდა ჩემპიონობა სწორედ სტემფორდზე იზეიმა.
"გამარჯობა, ედენ! გილოცავ პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში მოხვედრას. ამ ყველაფერს ნამდვილად იმსახურებ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყავი, რომელთანაც მიმუშავია. ბოდიში, რომ ზოგჯერ ხიჭვივით ვიყავი, მე უბრალოდ მინდოდა საუკეთესო ყოფილიყავი.
შენი თამაში სამუდამოდ გვემახსოვრება. შენთან მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. მადლობა ჩემი უკანასკნელი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის. რაც დაიმსახურე, სწორედ ის მიიღე.
"









