ლივერპულის ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა ლონდონის არსენალის ახალწვეულის, ებერეჩი ეზეს საოცარ პერფორმანსზე ისაუბრა.
პრემიერ ლიგის ცენტრალურ მატჩში არსენალმა ტოტენჰემს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, სადაც ეზემ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
"როცა არსენალმა ეზე იყიდა, ვამბობდი, რომ ეს რა ტრანსფერია? რაში უნდა გამოადგეს ეს ფეხბურთელი არსენალს? - თუმცა როგორც ჩანს, შევცდი.
ამ სეზონში ეზე ბევრ დასამახსოვრებელ მომენტს გვთავაზობს, ბოლოს კი დერბიში ჰეთ-თრიკს ასრულებს. ბოდიშს ვიხდი, მეგონა ცუდი ტრანსფერი იქნებოდა და სათანადოდ ვერ გავაანალიზე. ეზეს შეუძლია, რომ არსენალის წარამტებაში დიდი როლი ითამაშოს", - განაცხადა კარაგერმა.
შეგახსენებთ, რომ ეზე არსენალმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.









