დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის დარჩენილი მატჩებიც. მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა ბოდო გლიმტმა, რომელმაც ინტერ მილანს 3:1 მოუგო. მანჩესტერ სიტისა და ატლეტიკო მადრიდის შემდეგ, ნურლანიელებმა მიმდინარე სეზონში "ნერაძურიც" დაამარცხეს. იტალიის ჩემპიონატის ლიდერს 1/8 ფინალში მოსახვედრად საპასუხო შეხვედრაში მინიმუმ 3-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება.
რაც შეეხება სხვა მატჩებს, უხვგოლიანი თამაში შემოგვთავაზეს "როხიბლანკოსმა" და ბრიუგემ - ფრე, 3:3. ლევერკუზენის ბაიერმა პირეოსში მოუგო ოლიმპიაკოსს 2:0, რითაც 1/8 ფინალისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. აქვე დავამატებთ, ადრეულ შეხვედრაში ნიუკასლმა 6:1 ყარაბაღი გაანადგურა.
ბოდო გლიმტი 3:1 ინტერი
გოლები: 1:0 სონდრე ფეტი 20', 1:1 ფრანჩესკო პიო ესპოზიტო 30', 2:1 იენს პეტერ ჰაუგე 61', 3:1 კასპერ ჰოგი 64'.
ბრიუგე 3:3 ატლეტიკო
გოლები: 0:1 ხულიან ალვარესი 8', 0:2 ადემოლა ლუკმენი 45+4, 1:2 რაფაელ ონიედიკა 51', 2:2 ნიკოლო ტრესოლდი 60', 2:3 ჯოელ ორდონეზი (ავტოგოლი) 79', 3:3 ხრისტოს ცოლისი 89'.
ოლიმპიაკოსი 0:2 ლევერკუზენი
გოლები: პატრიკ შიკი 60', 63'.









