27 იანვრის შემდეგ, "ბიანკონერიმ" რვა შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვება მხოლოდ ერთ მატჩში მოიპოვა. მართალია, სერია ა-ში 59 ქულის მოგროვებით, "შავ-თეთრები" მილანს გაუთანაბრდნენ, მაგრამ იტალიის ჩემპიონატის მეორეადგილოსანს თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. ვერონასთან დაგეგმილი გასვლითი თამაში 18:00 საათზე დაიწყება.
Serie A
ბოლო 8 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება - იუვენტუსმა შინ ვერც ჯენოა დაამარცხა

სერია ა-ს 29-ე ტურის ფარგლებში, ტურინის იუვენტუსმა საკუთარ კედლებში მიიღო ჯენოა, რომელთანაც უგოლო ფრე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა კარის მიმართულებით17-ჯერ დაარტყეს, მაგრამ უშუალოდ კარში მხოლოდ ორი დარტყმა წავიდა, ისიც უშედეგოდ. როგორც ვხედავთ, "ბებერმა ქალბატონმა" ქულები კვლავ დაკარგა.










