სტეფანო პიოლისთვის ფრანგი ფეხბურთელი ამ სეზონზეც შეუცვლელია. იმის მიუხედავად, რომ გუნდის მეორე ფორვარდი, ლუკა იოვიჩი კარიერის მობრუნებას ცდილობს და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდის, მილანის მთავარ ფორვარდად მაინც ოლივიე რჩება.
ახალი კონტრაქტი: ამერიკა თუ საუდის არაბეთი? - ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და მილანის უფროსობაც ყველაფერს ღიად ტოვებს. ჯორჯო ფურლანი (მილანის აღმასრულებელი დირექტორი): "ჟირუს ახალი კონტრაქტი? ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მისთვის კარი ყოველთვის ღიაა."
ჟირუ მილანში 2021 წელს გადავიდა, ამ დროის განმავლობაში ფრანგმა ფორვარდმა 113 მატჩი ჩაატარა და 44 გოლის გატანაც მოახერხა.









