ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში, ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ჟირონას უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა — მე-13 წუთზე თავი პედრიმ გამოიჩინა და მასპინძლები დააწინაურა. მე-20 წუთზე ვიტსელმა გაიტანა გოლი და გაათანაბრა. შეხვედრის მიწურულს, 93-ე წუთზე, მეტოქის კარი არაუხომ აიღო და ჰანსი ფლიკის გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ბარსელონა 2-1 ჟირონა
გოლები: 1-0 პედრი (13'), 1-1 ვიტსელი (20'), 2-1 არაუხო (90+3')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ბარსელონას 22 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. მომდევნო ტურში ელ კლასიკო შედგება, სადაც ბარსელონა რეალს ესტუმრება.









