შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს — 45-ე წუთზე თავი ალვარესმა გამოიჩინა, 70-ე წუთზე სორლოტმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ზუსტად ორ წუთში ლევანდოვსკიმ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 78-ე წუთზე ტორესმა გაათანაბრა. 92-ე წუთზე იამალმა ბარსელონა წინ გაიყვანა, 98-ე წუთზე კი ტორესმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 2-4 დააფიქსირა.
ატლეტიკო 2-4 ბარსელონა
გოლები: 1-0 ალვარესი (45'), 2-0 სორლოტი (70'), 2-1 ლევანდოვსკი (72'), 2-2 ტორესი (78'), 2-3 იამალი (92'), 2-4 ტორესი (98')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ბარსელონას 60 ქულა აქვს და რეალთან ერთად სატურნირო ცხრილს ლიდერობს, თუმცა, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ატლეტიკო 56 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა და საჩემპიონო შანსები საგრძნობლად შეიმცირა. კატალონიელები მომდევნო ტურში ჟირონას უმასპინძლებენ, მადრიდელები კი ესპანიოლს ესტუმრებიან.