პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი სენტ ჯეიმს პარკზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ნიუკასლისა და არსენალის საოცრად დაძაბული დაპირისპირება იხილა.
90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს და თითქოს ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა "მეთოფეებმა" ბოლო წუთებზე კიდევ ერთი კუთხური ჩამოაწოდეს, რა დროსაც გაბრიელ მაგალიაესმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
ნიუკასლი 1-2 არსენალი
გოლი: 1-0 ნიკ ვოლტემადე 34', 1-1 მიკელ მერინო 84', 1-2 გაბრიელ მაგალიაესი 90+6'.









