გუნდებმა მთელი 90 წუთის განმავლობაში გოლის გატანა ვერ მოახერხეს, ყველაფერი კი 96-ე წუთიდან დაიწყო - თავი ჯერ მეისონ მაუნტმა გამოიჩინა, რომელმაც "წითელი ეშმაკების" მაისურით პირველი გოლის გატანა მოახერხა, შემდეგ კი, ზუსტად 3 წუთში, კრისტოფერ აიაერმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 1:1. გუნდებმა დაძაბულ ბრძოლაში ქულები გაიყვეს.
ამ მატჩის შემდეგ ტენ ჰაგის გუნდმა 48 ქულა მოაგროვა და ცხრილში ადგილი მე-6 პოზიციაზე გაიმყარა.









