საქმე იმაშია, რომ პსჟ-ს თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დავალიანება აქვს 55 მილიონი ევროს სახით, რომელიც მბაპეც ჯერაც არ აუღია.
ამის გამო, სასამართლო დავა მიმდინარეობს და ბოლო ვადა 15 იანვარია. უახლოეს ერთ კვირაში პსჟ-მ უნდა წარადგინოს მტკიცებულება, სადაც ნაჩვენები იქნება, რომ კლუბს მბაპეს მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პსჟ-ს კილიანისთვის 55 მილიონის გადახდა მოუწევს.
ხოლო თუ სასამართლო წაგებული იქნება და კლუბი ფეხბურთელს დავალიანებას მაინც არ გადაუხდის, ევროტურნირებიდან მოკვეთა მოუწევს.









