"ლურჯ-წითლები" ჩემპიონთა თასს გამოეთიშნენ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ანდერლეხტთან დაპირისპირებაში. აღსანიშნავია, რომ ამ ორ გუნდს შორის გამარჯვებული 3 მატჩის შემდეგაც კი ვერ გამოვლინდა. ბოლონიამ პირველი თამაში სტუმრად მინიმალური ანგარიშით დათმო, საპასუხო დაპირისპირებაში კი 2:1 მოიგო.
იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო შემოღებული არც გასვლით შეხვედრაში გატანილი გოლის წესი და არც პენალტების სერია, რის შედეგადაც დაინიშნა მესამე მატჩი, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა. შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის გამოსავლენად ააგდეს მონეტა და ემილიელებს ბრიუსელელებზე ნაკლებად გაუმართლათ.
"როსობლუ" ტურნირს გამოეთიშა, ბელგილები კი პირველივე ეტაპზე ლივერპულთან განადგურდნენ. იმის შემდეგ, აღნიშნულ იტალიურ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს უთამაშია. ნავსი გატყდა 2024 წელს - 60-წლიანი პაუზის შემდეგ, "ლურჯ-წითლები" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ბრუნდებიან.












