"შავ-ლურჯებმა" შეაჩერეს "როსობლუს" წარმატებული სვლა, თუმცა სერია ა-ს მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მაინც რჩება.
რაც შეეხება ჯუზეპე მეაცას ბინადრების სტატისტიკას, 75 ქულა და პლიუს 18-ქულიანი უპირატესობა მეორეადგილოსან ტურინის იუვენტუსთან.
"ბიანკონერი" თავის მატჩს ხვალ გამართავს, ბერგამოს ატალანტას წინააღმდეგ. აქვე დავამატებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩის ფარგლებში, სიმონე ინძაგის შემდეგი მოწინააღმდეგე მადრიდის ატლეტიკო იქნება.











