პრემიერ ლიგის 34-ე ტურში ჩელსი ბრაიტონთან 3-0 განადგურდა, რითაც სატურნირო ცხრილში სიტუაცია კიდევ უფრო გაირთულა და მე-7 პოზიციამდე დაქვეითდა.
ლიამ როსენიორის გუნდს საშინელი პერიოდი უდგას — სტემფორდ ბრიჯის ბინადრებმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგეს, თანაც ეს ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ გოლის გატანა ვერც ერთხელ მოახერხეს, ამით კი ლონდონურმა კლუბმა ანტირეკორდი გაიმეორა.
ჩელსიმ ასეთი ცუდი სტატისტიკა ბოლოს 114 წლის წინ, 1912 წელს დააფიქსირა, როდესაც კლუბი სულ რაღაც 7 წლის შექმნილი იყო.









