"ვიქტორი ძლიერი ბიჭია და ძლიერადაც აცემინებს", - ნიგერიელი ფეხბურთელის ტრავმასთან დაკავშირებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იან ევათმა სახალისო კომენტარი გააკეთა.
League One
ბოლტონის ფორვარდმა ტრავმა დაცემინების დროს მიიღო

ასეთ რაღაცას ხშირად ვერ გაიგებთ — ინგლისურ პრესაში საინტერესო და ცოტა სასაცილო სიახლე გავრცელდა, ბოლტონის ფორვარდმა ვიქტორ ადებოეჟომ ტრავმა დაცემინების დროს მიიღო. ბოლტონის სამედიცინო გუნდის განცხადებით, ვიქტორმა ისეთი სიძლიერით დააცემინა, რომ ზურგის დაზიანება მიიღო, რის გამოც ჰადერსფილდთან მატჩში ფეხბურთელი გუნდს ვერ დაეხმარება.








