დღეს ბორჯღალოსნები ზაფხულის მეორე მატჩს გამართავენ. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, სამხრეთ აფრიკაში, ბლუმფონტეინში „ტოიოტა სთედიუმზე“ სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზს, ‘ჩიტასს’ დაუპირისპირდება.
აღნიშნული შეხვედრა არ არის ტესტ-მატჩი და შესაბამისად, მასში მონაწილე მორაგბეებს სანაკრებო კეპები არ მიენიჭებათ, თუმცა მოედანზე სამ დებიუტანტს ვიხილავთ, ფრთა ოთარ მეტრეველი,მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე და კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე ბორჯღალოსნების კვართს პირველად მოირგებენ.
‘ჩიტასთან’ ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნებს თედო აბჟანდაძე, რომელიც ნაკრების ისტორიაში 37-ე კაპიტანია.
მატჩი თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









