დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბათუმში ჩავიდა ტესტ-მატჩებისთვის მზადებას, მასპინძელ ქალაქში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, ბორჯღალოსნები ნოემბერში სამ ტესტ-მატჩს გამართავენ, 8 და 15 ნოემბერს ბათუმში, აშშ-სა და კანადასთან, 22 ნოემბერს კი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ იაპონიასთან. სამივე მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია სამივე შეხვედრის მოგება, რადგან ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციაზე მყოფმა საქართველომ 2 მოწინავე გუნდს შორის ადგილი შეინარჩუნოს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის წინ, ბორჯღალოსნებს უკეთესი კალათის გარანტიას მისცემს.









