დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ზელანდიის გუნდის წინააღმდეგ მსოფლიო თასს მიღმა ბორჯღალსონები პირველად ითამაშებენ. მსოფლიო თასზე კი ოლ ბლექსს 2015 წელს შევხვდით და მომავალმა ჩემპიონმა 43:10 გაიმარჯვა, თუმცა ქართველების თამაშმა მოწონება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო ქართული რაგბის ლეგენდა, მამუკა გორგოძე გახდა.
რაც შეეხება ოლ ბლექს XV-ს, ის 2022 წელს შეიქმნა და მასში მთავარი გუნდის უახლოესი რეზერვი თამაშობს. ოლ ბლექს XV ყოველ წელს ორ-ორ თამაშს მართავს და აქამდე ჩატარებული 5 შეხვედრიდან ოთხი აქვს მოგებული.
შარშან ზელანდიელები იაპონიას ეწვივნენ და ჯერ მისი მეორე გუნდი დაამარცხეს 38:6, მერე კი ეროვნულ ნაკრებს 41:27 მოუგეს.
გასულ შაბათს, 2 ნოემბერს ოლ ბლექს XV ირლანდიურ "მანსთერს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 38:24 გაიმარჯვა.
ოლ ბლექს XV - საქართველოს მატჩი 10 ნოემბერს, მონპელიეში თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი










