2025 წლის ზაფხულის ტესტების მეორე მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკულფრენჩაიზს, ჩიტასს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 24-20 დამარცხდა.
შეხვედრის პირველ ტაიმში მასპინძლების ორ გარდასახულ ლელოს ბორჯღალოსნებმა ერთით უპასუხეს და ჩიტასი შესვენებაზე 7 ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმის სტარტზე აფციაურმა დუბლი გაიფორმა, რასაც აბჟანდაძის ორი ჯარიმაც მოჰყვა და საქართველო წინ გავიდა. მატჩის მიწურულს, ჩიტასმა გარდასახული ლელო მიითვალა და საბოლოო ანგარიში, 24-20 დაფიქსირდა.
ზაფხულის ტესტების ბოლო, მესამე მატჩს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავს — ბორჯღალოსნების და სპრინგბოქსის დაპირისპირება 19 ივლისს, თბილისის დროით 19 საათსა და 10 წუთზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









