2024 წლის შემოდგომის ტესტების ფარგლებში, დღეს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველ ტესტ მატჩს გამართავს და ახალი ზელანდიის მეორე ნაკრებს დაუპირისპირდება.
"ბორჯღალოსნები" ახალი ზელანდია XV-ს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან — ოლ ბლექსის ძირითად ნაკრებთან კი საქართველოს ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 43-10 დავმარცხდით.
დღევანდელ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე იქნება, რომელიც ბორჯღალოსნების ისტორიაში რიგით 35-ე კაპიტანი გახდება — 28 წლის ქართველ მორაგბეს ნაკრებში 84 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 78 ქულაა.
ბორჯღალოსნების შემადგენლობა დღევანდელ მატჩში:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 32 კეპი, 68 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 43, 195), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 60, 40), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 6), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 114, 95), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 22, 145), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 87, 78, კაპ.);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე, 15), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 15, 20), 3. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 6, 5), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 10, 20), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 8, 15), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 38, 35), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 35, 35).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 8), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 7), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი, 10), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი, 22), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 15, 10); 21. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 3, 5), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 39, 20).
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და ახალი ზელანდია XV-ის დაპირისპირება დღეს, საფრანგეთში გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ბორჯღალოსნები V ოლ ბლექსი XV — შემოდგომის ტესტები იწყება










