შაბათს, 5 ივლისს, თბილისში ისტორიული მატჩი გაიმართება — საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიას უმასპინძლებს.
2025 წლის ივნისის ტესტების პირველი მატჩისთვის, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და სტარტს 21 საათზე აიღებს.









