საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კლოდ სორელი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფრანგი სპეციალისტი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1997 წელს დაინიშნა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2003 წლამდე თავკაცობდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში ითამაშა პირველად საქართველომ მსოფლიო თასზე და ერთა ლიგა მოიგო.
კლოდ სორელი 1948 წელს, საფრანგეთში ქალაქ ბეზიეში დაიბადა და სარაგბო კარიერა ამავე ქალაქის კლუბში დაიწყო. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კი მაროკოს, საქართველოს და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებში მუშაობდა.
ბორჯღალოსნების ყოფილი მთავარი მწვრთნელი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა









