დღეს ბორჯღალოსნებმა 2024 წლის ზაფხულის ტესტების მეორე შეხვედრა სტუმრად იაპონიასთან გამართეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს, ქართველებმა ისტორიაში მესამედ დაამარცხეს TIER-1-ის გუნდი.
მატჩი დაძაბულად წარიმართა, საწყის წუთებში მასპინძლები დაწინაურდნენ, ლუკა მატკავას ორი ჯარიმის შემდეგ კი სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა - 7-6, მე-20 წუთზე ვანო კარკაძის ლელოთი ქართველები დაწინაურდნენ -10-11, მალევე მიხეილ ალანიას ლელო მატკავამ ზუსტად გარდასახა და ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი 13-18 მოიგეს.
მეორე ნახევარში იაპონელები დაწინაურდნენ, 74-ე წუთზე ჯავახიამ ლელო დადო, რასაც მატკავას ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და ბორჯღალოსნებმა 23-25 მოიგეს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიაში მეორედ შეძლო იაპონიის დამარცხება, 10 წლის შემდეგ ბორჯღალოსნებმა კვლავ გაიმარჯვეს.
საქართველოს და იაპონიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში უკვე 7-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 5 მატჩი იაპონელების გამარჯვებით დასრულდა, ორი კი ბორჯღალოსნების.
მორიგ ტესტ მატჩს "ბორჯღალოსნები" 20 ივლისს, სიდნეიში ავსტრალიის ნაკრებთან გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 09:45 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









