5 ივლისს, ქართული რაგბის ისტორიაში ახალი თავი დაიწერება — საქართველოში ირლანდიის ეროვნული ნაკრები ჩამოდის.
"ბორჯღალოსნების" და "სამყურების" დაპირისპირება თბილისში, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე არის ჩანიშნული და სტარტს 21 საათზე აიღებს.
ისტორიულ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შევარდენის ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა და ქართველი მორაგბეები გულშემატკივრებს შეხვდნენ.









