2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალურ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა, მეტოქე 53-30 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
დღევანდელ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა 7 ლელო დადეს — თავი ოთარ მეტრეველმა, აკაკი ტაბუცაძემ, ბექა საღირაძემ, თორნიკე ჯალაღონიამ, ლუკა მატკავამ, მიხეილ შიოშვილმა და თორნიკე კახოიძემ გამოიჩინეს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე დღეს მოგვიანებით გაირკვევა — მეორე 1/2 ფინალში პორტუგალია ესპანეთს უმასპინძლებს და გამარჯვებული თასისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ფინალური მატჩი კი 15 მარტს, მადრიდში გაიმართება და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.









