2025 წლის ზაფხულის ტესტებზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამ მატჩს გამართავს — ერთი სახლში და ორი გასვლაზე.
ბორჯღალოსნები ზაფხულის ტესტებს თბილისში, 5 ივლისს ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან დაიწყებენ, ხოლო შემდეგ ჩიტასს (12 ივლისი) და სამხრეთა აფრიკას (19 ივლისი) დაუპირისპირდებიან.
აღნიშნული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებმა მომზადება დაიწყო და თბილისში შეიკრიბა. მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა36-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.









