ჩვენი გუნდი 10 ნოემბერს ოლ ბლექს XV-ს საფრანგეთში ეთამაშება, 17 ნოემბერს იტალიას სტუმრად დაუპირისპირდება, 24 ნოემბერს კი ტონგას მიხეილ მესხზე შეხვდება.
28 წლის ვასილ ლობჟანიძე, 50 სანაკრებო კეპით, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია რიჩარდ ქოქრილის მიერ შერჩეულ საშემოდგომო რაზმში.

ლობჟანიძის დებიუტი ბორჯღალოსანთა რიგებში 2015 წელს გერმანიასთან შედგა და იმავე წელს, 17 წლის, გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვისაც მსოფლიო თასზე უთამაშია. ამ დრომდე ბორჯღალოსანთა ახალმა კაპიტანმა სამ მსოფლიო თასზე ითამაშა. ის არის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც 50 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. ლობჟანიძის ანგარიშზე 78 ქულაა (15 ლელო, 1 არეკნი).
„ისე მოხდა, რომ ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე ტრავმების გამო ვერ გვეხმარებიან და მე მომიწია კაპიტნობა. კარგად მესმის ეს რამხელა პასუხისმგებლობაა, ბევრი რამის სხვა თვალით დანახვა მომიწია. დიდი იმედი მაქვს ბიჭების, რომლებიც გვერდში მიდგანან და დარწმუნებული ვარ მათი დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება,“ - განაცხადა ბორჯღალოსნების 35-ე კაპიტანი.