სტუმარი გუნდის მხრიდან გოლების გატანა დინ ჰიუსენმა, ჯასტინ კლუივერტმა და ანტუან სემენიომ მოახერხეს. მანჩესტერ იუნაიტედს რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდა, თუმცა რუბენ ამორიმის ბიჭებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
ბორნმუთმა ამ გამარჯვების შემდეგ 28 ქულა მოაგროვა და მე-5 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება მანჩესტერ იუნაიტედს, "წითელი ეშმაკები" 22 ქულით, მე-13 პოზიციაზე დარჩნენ.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









