მადრიდის რეალის შემტევმა, ბრაჰიმ დიასმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლაიპციგს გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 24 წლის ესპანელმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის. გატანილი გოლი ბელინგემის სტილში აღვნიშნე, რადგან ძალიან სურდა თამაში და სწორედ მას მივუძღვენი გოლი. რეალში ძალიან ბედნიერი ვარ."
"მინდა მილანსაც მადლობა გადავუხადო, სადაც ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგი. იტალიაში ბედნიერი ვიყავი, დღემდე ვგლულშემატკივრობ როსონერის და მომავალშიც ასე იქნება - ტეოს ხშირად ვესაუბრები" - განაცხადა ბრაჰიმ დიასმა.
რეალმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ლაიპციგი გასვლაზე 1:0 დაამარცხა და მცირე უპირატესობა მოიპოვა. განმეორებითი შეხვედრა მადრიდში, 6 მარტს, გაიმართება.
Champions League
ბრაჰიმ დიასი: "გატანილი გოლი ბელინგემს მივუძღვენი"









