2024 წლის კოპა ამერიკის 1/4 ფინალში ბრაზილიის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში ურუგვაისთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანებში ბრაზილიამ 2:4 წააგო— აღსანიშნავია, რომ ურუგვაი 74-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა.
კიდევ ერთ 1/4 ფინალში კოლუმბიამ პანამა 5:0 გაანადგურა და 11 ივლისს ფინალის საგზურისთვის სწორედ ურუგვაის შეხვდება. 10 ივლისს კი მეორე ფინალისტის ვინაობას არგენტინისა და კანადის ეროვნული ნაკრებები გაარკვევენ.
ბრაზილია ურუგვაისთან დამარცხდა და კოპა ამერიკას გამოეთიშა










