დღეს გაიმართება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალური შეხვედრა პსჟ-და და მიუნხენის ბაიერნს შორის.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ გუნდებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის მარტივად დაძლიეს. ბაიერნმა 6 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა, ასევე 6 ქულა დააგროვა პარიზულმა კლუბმაც, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ პსჟ პირველ ადგილზე გასულიყო.
1/8 ფინალურ ეტაპზე ორივე გუნდს ადვილი გასეირნება ჰქონდათ. ბაიერნმა ფლამენგო 4:2 დაამარცხა, პსჟ-მ კი ინტერ მაიამი 4:0 გაანადგურა.
პარიზელთა ლიდერი უსმან დემბელე წინა შეხვედრებში არ იტვირთებოდა და ძირითადად შეცვლიდან შემოდიოდა ხოლმე, დღევანდელ შეხვედრაში კი მას ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.
ამ ტურნირზეც ბრწყინავს ხვიჩა კვარაცხელია. კვარამ ყველა მატჩში მაღალი შეფასება მიიიღო. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მის ანგარიშზე ერთი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 შეხვედრიდან პსჟ-მ ბაიერნს მხოლოდ ერთი მოუგო. ბაიერნის წინააღმდეგ პარიზელთა ბოლოდროინდელ მარცხებში ჩემპიონთა ლიგის ფინალიც არის. შესაბამისად, ლუის ენრიკეს გუნდი რევანშიც მოლოდინშია.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ბაიერნში გამარჯვებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში რეალსა და დორტმუნდში გამარჯვებულს შეხვდება.
პსჟ - ბაიერნი
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი, 1/4 ფინალი
5 ივლისი, 20:00
მერსედეს-ბენც სთეიდიუმი (ატლანტა)
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)
სავარაუდო შემადგენლობები:









