დღეს გაიმართება საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური დაპირისპირება იბერიასა და გორის დილას შორის. მატჩი თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, 20 საათზე დაიწყება.
მიმდინარე სეზონსი იბერია და დილა ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ და კარგ ფორმაში არიან. მათ 2 კვირაში ევროტურნირებზე მნიშვნელოვანი მატჩები ელით და მზადება ნაადრევად დაიწყეს.
დილა იბერიასთან მატჩს ახალი მწვრთნელით ხვდება. გორელთა ახალი მწვრთნელი იტალიელი სპეციალისტი დიოგო ლონგო იქნება. მათ გამოცდილი მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძეც დაიმატეს.
რაც შეეხება იბერიას, მოქმედი ჩემპიონი ივა გელაშვილმა დატოვა და იბერია მისი შემცვლელის დამატებაზე მუშაობს. სამაგიეროდ, მათ ორი ტრანსფერის გაკეთება უკვე მოასწრებს დაარმელ ზოჰური და ანეს რუსევიჩი დაიმატეს.
შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ნახევარფინალის მეორე წყვილი ტორპედო და სპაერია. ეს მატჩი იგივე სტადიონზე, 27 ივნისს გაიმართება. ტორპედო სუპერთასის მოქმედი გამარჯვებულია.









