მანჩესტერ იუნაიტედის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ირკვევა, ბრუნო ფერნანდეშის ტრავმა საკმაოდ მძიმეა, რის გამოც გუნდის კაპიტანი დაახლოებით 1 თვეს იუქმებს.
შეგახსენებთ, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტრავმა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, ასტონ ვილასთან მატჩში მიიღო. იყო ვარაუდი, რომ 31 წლის ნახევარმცველის დაზიანება არც ისე მძიმე იყო, თუმცა რუბენ ამორიმისა და კლუბის ექიმების ვარაუდი სამწუხაროდ არ გამართლდა.
ყველაზე კარგ შემთხვევაში, ბრუნო ფერნანდეში მოედანს 17 ან 25 იანვარს დაუბრუნდება.









