ანგარიში გახსნეს მასპინძლებმა, დომინიკ სოლანკეს გოლით, ბრუნო ფერნანდეშმა კი წონასწორობა აღადგინა.
ბორნმუთი მალევე გაიჭრა კიდევ ერთხელ წინ, ამჯერად ჯასტინ კლუივერტის გოლით და "წითელ ეშმაკებს" გადამრჩენელად ისევ პორტუგალიელი შუახაზელი მოევლინა.
ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ, "მანკუნიანელების" ნახევარმცველმა თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდს, ნიუკასლის მსგავსად, დაუგროვდა 50 ქულა და ეს გუნდები 6-7 ადგილებს იყოფენ. ბორნმუთი 50 ქულით მე-12 ადგილზეა.











