კარლსრუეს მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა, ბუდუ ზივზივაძის შესახებ ისაუბრა. 10 აგვისტოს, ბუნდესლიგის მეორე ტურის ფარგლებში, ბადენელები დიუსელდორფის ფორტუნას ესტუმრებიან. გერმანელ დამრიგებელს ძალიან ეიმედება ქართველი ფორვარდი, რომელმაც გასულ ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ბადენელ გულშემატკივრებსა და ქართველ თავდამსხმელს შორის რაღაც ქიმია არსებობს. ამ მხრივ ის ფიოლერს მაგონებს. უბრალოდ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ "ლურჯების" ფორვარდი ყოველ მატჩში ჰეთ-თრიკს შეასრულებს", - განაცხადა გერმანული კლუბის დამრიგებელმა.











