შეგახსენებთ, რომ ბადენელები შემდეგ შეხვედრას 18 აგვისტოს ჩაატარებენ, გერმანიის 1/32 ფინალში რეგიონალური ლიგის ბინადარ ლოტეს წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში, თუ 30 წლის ფორვარდის დაზიანება უმნიშვნელო იქნება, ის აუცილებლად ითამაშებს. აქვე დავამატებთ, მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორი 3 ბურთით სწორედ "ფენიქსის" მე-11 ნომერია.
2. Bundesliga
ბუდუ ტრავმირებულია - ქართველ ფორვარდს ვარჯიშის ნაადრევად შეწყვეტა მოუწია

კარლსრუეს თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ტრავმა მიიღო და ვარჯიშის გაგრძელება ვერ შეძლო. დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია, დამატებითი გამოკვლევები ქართველ ფორვარდს დღეს ჩაუტარდება. რაც შეეხება ტრავმის მიზეზს, შემტევი დაეჯახა "ლურჯების" კარის დარაჯს, აკი კოხს, რის შედეგადაც მას მოედნის დატოვება მოუწია.










