აღნიშნულ შეხვედრაში, ქართველმა შემტევმა დუბლი და ერთი საგოლე გადაცემა გაიფორმა, Sofascore-სგან კი 9,1 შეფასება დაიმსახურა და ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
მიმდინარე სეზონში, ბუდუ ზივზივაძემ კარსლსრუეს მაისურით 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა. ქართველი შემტევი უკვე თბილისშია და ლუქსემბურგთან მატჩისთვის ემზადება.











