კიდევ ერთი გუნდი, რომლის ინტერესიც დადასტურდა, თურქული ტრაბზონსპორია. სუპერ ლიგის ბინადარი ამ მომენტისთვის ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ტრაბზონს ზაფხულში, დიდი ალბათობით, პოლ ონუაჩუ დატოვებს - 29 წლის ნიგერიელს საიჯარო ხელშეკრულება ივნისში ეწურება და წესით, საუთჰემპტონში დაბრუნდება.
ზივზივაძეს კარლსრუესთან არსებული კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. ამ მომენტისთვის არ არის გარკვეული კლუბისა და ფეხბურთელის პოზიცია პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ ბუდუს ბუნდესლიგაში თამაშის დიდი სურვილი აქვს.
ამ სეზონში 30 წლის ფორვარდის ანგარიშზე 11 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.









