კარლსრუეს რიგებში მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ბუდუ ზივზივაძემ და 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ქართველმა შემტევმა მოედანი 88-ე წუთზე დატოვა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება (7,2) დაიმსახურა.
ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გაიფორმა. კარლსრუე კი 27 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფის ზონას 7 ქულით ჩამორჩება.









