30 წლის ფორვარდის სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ზე გაორმაგდა და €1.8 მილიონი ევრო გახდა. განახლებული სატრანსფერო მონაცემით, ზივზივაძე გუნდში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
კარლსრუემ ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და 6 ტურის შემდეგ, 14 ქულით, მე-2 პოზიციას იკავებს. გუნდმა ასევე, გერმანიის თასის შეხვედრაც მოიგო, სადაც 1/32 ფინალში ლოტეს დამარცხება შეძლო. რაც შეეხება ბუდუს, ქართველმა ფეხბურთელმა ამ დროში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.









